დღეს დილიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები სტიქიის შედეგად დაზარალებულ კიდევ ერთ ლოკაციაზე ჩაერთვნენ. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე დიღმულამ სოფელ დიღმის ნაწილი დატბორა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, სოფელ დიღომში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები პირადად დაათვალიერეს და სამხედრო მოსამსახურეებისგან გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ამჟამად სოფელ დიღომში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში IV მექანიზირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობაა ჩართული. სამხედრო მოსამსახურეები მოსახლეობას სახლებისა და მდინარე დიღმულას ხეობის გაწმენდაში ეხმარებიან.