თავდაცვის სამინისტრო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ცოცხალი ძალა ჩართოს, - ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ჯარი ამ წუთასაც ყველა ობიექტზეა. ჩვენები ქარხანაშიც მუშაობენ, ასევე ელიზბარაშვილების უბანში. ჩვენ მზად ვართ, მოთხოვნის შესაბამისად, ნებისმიერ წერტილს კიდევ დამატებით დავეხმაროთ ცოცხალი ძალით. ტექნიკა უკვე მთლიანად საქმეშია და ჩვენ, სამწუხაროდ, დამატებითი ტექნიკა არ გვყავს, რომ კიდევ გამოვიყვანოთ", - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც დღეს სტიქიის ზონები დაათვალიერა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 330 - მდე სამხედრო მოსამსახურე.