ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I-მა საარტილერიო ბრიგადამ საველე სწავლება საბრძოლო სროლებით შეასრულა. საბრძოლო სროლებში 175 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და მის მიზანს მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება წარმოადგენდა. საბრძოლო სროლებით სამკვირიანი გეგმური საველე მომზადება დასრულდა.
სწავლებაში მონაწილეობას საარტილერიო ბრიგადის ასეული იღებდა. გამოყენებული იყო 152-მილიმეტრიანი ბუქსირებადი საარტილერიო საშუალებები „Мста-Б“ და „Гиацинт-Б“. საარტილერიო საველე მომზადების დროს სამხედრო მოსამსახურეების მომზადებისა და საარტილერიო საშუალებების გამოყენების ხარისხი შეფასდება.