ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა. გეგმიურ საველე წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ბრიგადის პირად შემადგენლობას სწავლების დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. გენერალ-მაიორს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ სწავლების ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა ინფორმაცია მიაწოდეს.
საინჟინრო წვრთნაში 202 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. ვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მთავარ ამოცანას მობილურობის ოპერაციების შეტევის საინჟინრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სწავლების ფარგლებში ჩართული იყო საინჟინრო ტექნიკა, განხორციელდა ქვეითი და მძიმე ტექნიკის ხიდების მოწყობა.