ხვალ, 18 ივნისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოების მოსანახულებლად პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მივა. მინისტრს სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე გააცნობენ.