ქართული ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის მზადაა. ქართველი სამხედროები გერმანიიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ, სადაც სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნები დაასრულეს. მათ ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა. წვრთნები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების, ბუნდესვერის ორგანიზებით ჩატარდა. 5 თვის განმავლობაში გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ ქართველი სამხედროები ინდივიდუალურ, ოცეულის და ასეულის დონის მომზადებას გადიოდნენ. ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნებიც ჩაუტარდა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები გერმანიაში 2015 წლის 23 იანვარს გაემზავრა. „ალფა“ ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ივლისში ჩაერთვება და გერმანიის ქვედანაყოფის შემადგენლობაში, მაზარ-ი-შარიფში იმსახურებს.