პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო-საფრანგეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დედამიწის ზურგზე დამატებით საფრთხეს არავის უქმნის და ის მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას აამაღლებს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა აღნიშნული გადაწვეტილების შემდეგ ქვეყანა უფრო დაცული იქნება.
,,ქვეყანას თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება სჭირდება განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენი თავდაცვითი შეიარაღება სერიოზულად იქნა დაზიანებული და მას ეტაპობრივი აღდგენა სჭირდება. დიდი ხნის მანძილზე, ამას ვერ ვახერხებდით, რადგან მათ შორის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მოწოდების თაობაზე დიდი ენთუზიაზმი არ იყო. მოხარული ვარ, რომ საფრანგეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მოგეხსენებათ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ არ ხდება და აქ კონსულტაციები იყო ნატოს წევრ სახელმწიფოებთან და სხვა მეგობარ სახელმწიფობთან. ასე, რომ ეს ფაქტი მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, როცა შეიარაღება მწყობრში იქნება და თავს კიდევ უფრო მეტად დაცულად ვიგრძნობთ. ეს მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღებაა, რომელიც დედამიწის ზურგზე დამატებით საფრთხეს არავის უქმნის და მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას აამაღლებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის კონტრაქს ხელი თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გუშინ მოაწერა.