დღეიდან სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩაერთო.
სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან სვანიძის ქუჩის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გაწმენდისა და აღდგენით სამუშაოებში პირველივე წუთებიდან მონაწილეობენ. ეროვნულ გვარდიასთან და შეირაღებული ძალების სხვა ნაწილებთან ერთად, პირველი საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ ზონაში მუშაობს. გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაცაა ჩართული.
„დილიდან ადგილზეა ჩვენი ბრიგადის პირადი შემადგენლობა. სვანიძის ქუჩა ერთ-ერთი რთული არეალია. მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ მოსახლეობის დასახმარებლად“ - განაცხადა I საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზურაბ თაბუკაშვილმა.