საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
,,ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს სახმელეთო ჯარები”, -ნათქვამია პრეზიდნეტის ბრძანებაში, რომელიც ძალაშია ხელმოწერისთანავე.