თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ტრაგედიის ადგილი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებმა მომხდარის გამო მწუხარება გამოხატეს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
საქართველოს თავდაცვის უწყება სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებშიც აქტიურად არის ჩართული. დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებს ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც შეუერთდა.