საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და აღამსრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშიდს დაესწრო. თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გამართა, მოგვიანებით კი სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპული ტურნეს გამო ღვთისმსახურებაზე არ იმყოფებოდა. თინათინ ხიდაშელმა ავსტრიაში, ვახაუს ფორუმზე სიტყვით გამოსვლა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო შექმნილი ვითარების შესახებ საუბრით დაიწყო და დაღუპული თანამოქალაქეების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, დღესვე, საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში 12:00 საათზე გლოვის ზარები დაირეკა, ასევე აღევლინა პანაშვიდი და სამშვიდობო პარაკლისი.