პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, თავდაცვითი ჯარების გამოყენების თაობაზე ბრძანება გასცა.
ბრძანების შინაარსი ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო.
"საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა, გამოსცა ბრძანება როგორც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით თავდაცვითი ჯარების გამოყენების თაობაზე. სტიქიის შედეგებთან ბრძოლისთვის გამოყენებულია საჰაერო ძალები, საინჟინრო ბრიგადები და სახმელეთო ძალები. საქართველოს პრეზიდენტი და მე პირადად და უშიშროების საბჭო გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ,"- აცხადებს ირინა იმერლიშვილი.