თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ციურიხში საერთაშორისო ფორუმზე „ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების გლობალური შედეგები“ სიტყვით გამოვიდა.
„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც დაუყონებლივ მოქმედებას საჭიროებს. სამწუხაროდ, ბევრჯერ ვაწყდებით სირთულეებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ლიბერალიზმი და უსაფრთხოება იმ გამოწვევებს შორისაა, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. ბევრი რამ შეიძლება გამართლდეს უსაფრთხოების არგუმენტით, უსაფრთხოებისთვის, კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო გარემოში არსებობისთვის, სადაც ჩვენ უნდა შევწიროთ თავისუფლებები და უფლებები, რისთვისაც მსოფლიო საუკუნებია იბრძვის. რჩება შთაბეჭდილება თითქოს ტერორიზმი, საფრთხეები, ტერორისტული აქტები, მსოფლიოში მიმდინარე ომები და ყველა ეს პრობლემა, რაც ევროპისა და მსოფლიოს წინაშე დგას, გასამართლებელი მიზეზებია. ვფიქრობ, სწორედ აქ არის შეცდომა. თუ ჩვენ დღეს ამას შევეგუებით, ვეღარ შევძლებთ შეჩერებას და ზღვარის გავლებას. შესაბამისად, ვეღარ გავამართლებთ ამ მსხვერპლს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, უკრაინია და ის ქვეყნები, რომლების მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან ყველანაირ დახმარებად და ხმებს მიიღებენ ლიბერალებისგან და ამ ბრძოლაში მარტო არ დაგვტოვებენ. იმიტომ, რომ ის რაც ხდება დღეს ევროპაში, პოლიტიკა რომელსაც რუსეთი ატარებს, არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პასუხი იმ ყველაფერზე რასაც ჩვენ ვაფასებთ, რაზეც ვიდექით და რისთვისაც ვიბრძოდით მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან ნათლად უნდა გამოვთქვათ ჩვენი გზავნილი. სწორედ ამიტომ, ყველა ქვეყანა, რომელსაც მართავენ ლიბერალები ან არ მართავენ, ნათლად უნდა გამოხატავდეს ურყევ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმზე, პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკასა და მის სურვილზე აღიდგინოს გავლენის სფეროები იმ ტერიტორიებზე, რომელსაც რუსეთის საკუთრებად მიიჩნევს, მათ შორის ჩემს ქვეყანასაც.
ერთადერთი ნათელი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება პოლიტიკური რეაგირება და პოზიტიური დღის წესრიგი ამ ქვეყნებისთვის. როდესაც მსოფლიო იქნება მზად მიგვიღოს ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა - ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი რუსეთის მიმართ, ვიდრე მასთან ომი. ნეგატიური დღის წესრიგი ვერასდროს იმარჯვებს. მე მჯერა პოზიტიურობის, პოზიტიური საგზაო რუკის. მე მჯერა, რომ ლიბერალების მიერ სწორედ ასეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართულებით, რათა ჩვენ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.“