ქართველი ბავშვები ავღანელი პატარებისთვის სათამაშოების გაგზავნას გეგმავენ. დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „ბასტი-ბუბუს“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ესტუმრნენ. ბავშვებმა მათ ავღანეთში გასაგზავნი სათამაშოები გადასცეს.
„ბასტი-ბუბუს“ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებმა საჩუქრები ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ჯარისკაცების ინიციატივით შეაგროვეს.
ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანელ პატარებს ქართველი ბავშვების მიერ გაგზავნილ სათამაშოებსა და წერილს პირადად გადასცემენ.