თავდაცვის მინისტრი ევროპაში ვიზიტებს იწყებს. გვიან ღამით თინა ხიდაშელი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ფრანგ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან გამართავს. თინა ხიდაშელი სამხედრო გამოფენასაც დაესწრება. ტურნეს ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ავსტრიისა და შვეიცარიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან. მინისტრი ვიზიტს 17 ივნისს დაასრულებს.