საქართველოს პრეზიდენტი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა სამძიმარს უცხადებს. აშშ-ის მისიაში დაჭრილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის სამინისტროც. მომხდარის გამო თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. კაპრალ დავითაიას ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაუშვეს აშშ-ის საელჩოშიც.