საგამოფენო ცენტრში - „ექსპო ჯორჯიაში“ ხვალ, 9 ივნისს, 08:00 საათზე, ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია “SMPC 2015” გაიხსნება.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელი. ტელეხიდის საშუალებით ჩაერთობა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ.
კონფერენციის მონაწილეები მოისმენენ ასევე, ნატოს
ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდლის, საფრანგეთის საჰაერო
ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსის მიმართვას;
ნატოს გაერთიანებული სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილის, გენერალ
ლეიტენანტ ედვარდ დავისის სიტყვით გამოსვლას.
დასასრულს მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ საქართველოს
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი,
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული
ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი.