ხვალ, 7 ივნისს, მარათონის ტიპის გარბენი სახელწოდებით „ერთად ვიმარჯვებთ“ გაიმართება. 5,5 კილომეტრიანი გარბენი სტარტს 09:00 სთ-ზე საბურთალოს გამგეობასთან (მიცკევიჩის N29) აიღებს და 12:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დასრულდება. გარბენში მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები იღებენ.
სპორტული ღონისძიების დასრულების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე საქართველოს შეიარარებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი თემურ დადიანი აზიდვებში გინესის რეკორდს გააუმჯობესებს.
სპორტული ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის“ (IDA) და საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით იმართება.