დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის დღეა. ქართველმა სამხედრო მასამსახურეებმა პროფესიული დღე ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე „კავშირი-2015“ სწავლების დასრულებით აღნიშნეს. ღონისძიებას გენერალური შტაბის წარმომადგენლები და კომპანია „ჰარისის“ ნატოსა და ცეტრალური ევროპის ქვეყნების მთავარი რეგიონალური მენეჯერი, უილიამ მორისი დაესწრნენ.
ხუთდღიან სწავლებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ქვედანაყოფების კავშირგაბმულობის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.
„კავშირი-2015“ მართვის პუნქტების მოწყობას ტაქტიკურ და სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე მოიცავდა. სწავლება კავშირგაბმულობით და ინფორმაციული სისტემების საშუალებით მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის დახვეწას ისახავდა მიზნად.
ღონისძიების დასასრულს, კავშირგაბმულობის ოფიცრების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ უწყებრივი მედლებით წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა