დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღის აღსანიშნავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმპროვიზირებული კონცერტი ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებისთვის ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა და უელსის პრინცის დივიზიის ბენდმა მსოფლიო ჯაზის შედევრები შეასრულეს. კონცერტის მოსასმენად თავდაცვის უწყებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესიც ესტუმრა.
იმპროვიზირებულ კონცერტს ბრიტანული ორკესტრის ხელმძღვანელი, კაპიტანი პოლ კოლისს სმიტი დირიჟორობდა. როგორც მან აღნიშნა, ქართველმა და ბრიტანელმა მუსიკოსებმა ერთობლივი რეპერტუარი 45 წუთში მოამზადეს. მიუხედავად დროის სიმცირისა, მუსიკოსებმა ჯაზ-კომპოზიციები ვირტუოზულად შეასრულეს.
ბრიტანული ორკესტრი თბილისში სპეციალურად დედოფლის იუბილის აღსანიშნავად ჩამოვიდა.