ლატვიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა რაიმონდს ვეიონისს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა: „ვულოცავ ჩემს უკვე ყოფილ კოლეგას. დიდ წარმატებებს და მშვიდობას ვუსურვებ მის ქვეყანას და მსოფლიოს.“ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ისეთივე მჭიდრო და ინტენსიური იქნება, როგორც მისი თავდაცვის მინისტრობის დროს.
პრეზიდენტად არჩევამდე რაიმონდს ვეიონისს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ლატვია საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომლის პრეზიდენტიც სეიმის მიერ ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა. რაიმონდს ვეიონისმა ამ თანამდებობაზე ანდრის ბერზინში შეცვალა.