თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კორექტირება პროგრამულ ნაწილს არ შეეხება. ამის შესახებ, ბიუჯეტის კორექტირების საკითხის კომენტირებისას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან განაცხადა
"ყველა სამინისტროს აქვს დავალებული, რომ 10 ივნისამდე წარმოვადგინოთ ვერსიები. შესაბამისად, ჩვენ ამ შესაძლებლობებს შესაბამის ვადაში წარმოვადგენთ, თუმცა ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ თავდაცვის სამინისტროს პროგრამულ ნაწილს არც ერთი თეთრი არ მოაკლდება. თუკი იყო, მაგალითად, რბილი ავეჯის შეძენა დაგეგმილი, მას აღარ შევიძენთ და ა.შ", - აღნიშნა ხიდაშელმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების შესახებ ისაუბრეს. პრემიერმა ფინანსთა მინისტრს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის 10 ივნისამდე მომზადება დაავალა.