დღეს, 4 ივნისს 16:00 საათზე, ქალაქ გორში სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მზის წყალგამაცხელებელი სისტემა საზეიმოდ გაიხსნება.
ენერგოეფექტური სისტემის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი რევაზ კუჭუხიძე და „BP საქართველოს“ გენერალური დირექტორი კრის შლუტერი დაესწრებიან.
პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით ენერგოდანახარჯებისა და გადასახადების, ასევე, გარემოზე მავნე ზემოქმედების მნიშვნელოვან შემცირებას.
მისამართი: ქალაქი გორი, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი, ილია ჭავჭავაძის ქ. N 56