თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, საჰაერო თავდაცვით სისტემებზე უკვე იმაზე მეტი ითქვა, ვიდრე უნდა თქმულიყო. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს საკითხი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო საიდუმლო და მასზე ვინც ისაუბრა, ისაუბრა მეტი ვიდრე შეიძლებოდა.
"ვინც თავის დროზე ამაზე ისაუბრა, ჩემი აზრით, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა, რომ ესაუბრა, ამიტომ მეც არ მინდა, იმ რიგში ჩავდგე. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საკითხი და ეს არის საკითხი, რომელსაც თუ დავახარისხებთ, ყველაზე უფრო მეტად არის სწორედ სახელმწიფო საიდუმლოება. ამიტომ მე მესმის თქვენი სრულიად ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ ჩემიც უნდა გაიგოთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.