.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების მოწოდების ხელშეკრულებას ხელი თვის ბოლომდე მოეწერება. მისივე განცხადებით, ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩამოვა.
მინისტრმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბრის მთავრ თემას ვარშავის სამიტი წარმოადგენდა.
„რა თქმა უნდა იყო საუბარი საწვრთნელ ცენტრზე, მისი ადგილმდებარეობა უკვე შერჩეულია და ბრიუსელში ველოდებით დადასტურებას და საბოლოო პასუხს. შესაძლოა ცენტრის გახსნა სიმბოლურად დავამთხვიოთ ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლის თარიღს,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღებების მოწოდების საკითხს, მისი თქმით, დასადგენია მხოლოდ ტექნიკური საკითხები და ხელშეკრულებას ხელი ამ თვის ბოლომდე მოეწერება.