თინა ხიდაშელი ოფიციალური ვიზით ბრიუსელში გაემგზავრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იქნება. დაგეგმლია ოფიციალური შეხვედრები ალიანსუს წევრი ქვეყნების ელჩთანაც. ხიდაშელისთვის თავდაცვის მინისტრის რანგში ეს ნატოს შტაბ-ბინაში პირველი ვიზიტია.