ავღანეთში ქართული სამხედრო ბაზებიდან ჩამოსხნილი სამი დროშა თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტზე, პრემიერსა და საკუთარ უწყებაზე გადაანაწილა.
"ჩვენ სამხედრო ბაზებზე, ავღანეთში გვქონდა დროშის შეცვლის ცერემონიალი. ეს ერთგვარი რიტუალია, რომელსაც თავდაცვის მინისტრის ან მთავარსარდლის ვიზიტის დროს ჩვენი სამხედრო კონტინგენტი ახორციელებს. შესაბამისად, მე ჩამოვიტანე სამი დროშა, რომელიც ავღანეთში ჩვენი სამხედრო შენაერთების განლაგების ადგილზე ფრიალებდა. ერთი საჩუქრად გადავეცი ბატონ პრემიერს, ერთი არის მთავარსარდლისთვის და მესამე შეინახება ჩემთან, თავდაცვის სამინისტროში", - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერს ავღანეთში დისლოცირებული ქართველი ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილი დროშა უსახსოვრა.