ხვალ, 28 მაისს, 12:00 საათზე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის 22 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის პირად შემადგენლობასა და იუნკერებს აკადემიის იუბილეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიულოცავენ.