თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავისუფლების ფასი ყველაზე კარგად ავღანეთში იგრძნობა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე წერს. იგი აქვე, საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. აქ ავღანეთში ყველაზე კარგად გრძნობ თავისუფლების ფასს“, - წერს თინათინ ხიდაშელი. რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს თინათინ ხიდაშელი არ დაესწრება. ახლადდანიშნული მინისტრი დამოუკიდებლობის დღეს ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნავს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი უკვე ავღანეთში იმყოფება. მან გუშინ ქართველ სამხედროებთან შეხვედრა გამართა.