რესპოდენტის შესახებ
,,ნაცმოძრაობა” პარტიის სახეებმა დატოვეს. Pპარტიის წევრის სერგო რატიანის ინფორმაციით, ,,ნაციონალურ მოძრაობას” ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი ტოვებენ. რეალურად რა ხდება ,,ნაცმოძრაობაში”, რამ განაპირობა პარტიის რღვევა, შესაძლოა თუ არა მათი ,,რესპუბლიკელებში” პორტირება ვიხილოთ, და რა როლი აქვს აღნიშნულ პროცესებში ქსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს? ,,ჯი-ეიჩ-ენს” ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.
_ ბატონო სოსო, რას ფიქრობთ, რა ხდება ყოფილ მმართველ გუნდში, რატომ ტოვებენ ,,ნაცმოძრაობას” ლიდერები?
_ ნაადრევია სანდო პროგნოზის გაკეთება. Mმგონია, ეს არის პროცესი, რომელიც მხოლოდ იწყება და რაიმე საფუძვლიანი შეფასების გაკეთება არც თუ უსაფრთხოა. ჯერ თავად იმ ადამიანმა უნდა გაგვაცნონ მოტივაცია საკუთარი გადაწყვეტილების და შემდეგ არ გამოვრიცხავ ,,ნაციონალების” ორ ნაწილად დაყოფას. ერთს ერქმევა თანამოაზრეთა გუნდი, მეორეს კი Yთანამზრახველთა.
_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?
_ თანამოაზრეთა გუნდში არიან კონკრეტული გეგმის განხორციელების სურვილით გაერთიანებული ჯგუფები, ხოლო თანამზრახველთა ჯგუფი უფრო ხშირად უკანონო ქმედებებით არიან დაკავებული და მათი ფასეულობები თანამოაზრეთა შეხედულებებისგან განსხვავებულია.
_ ,,ნაცმოძრაობის” წერები საკმაოდ კმაყოფილი იყვნენ ცოტა ხნის წინ ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ დადებული პოლიტიკური ძალების რეიტინგებით და საკმაოდ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი საკუთარი ძალების მიმართ. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ახლა?
_ არ მაქვს პატივი ,,ნაციონალური მოძრაობის” დახურულ სხდომებს ვესწრებოდე, ამდენად, გამიჭირდება ვარაუდის გამოთქმა. Aამ პროცესს დიდი ალბათობით მხოლოდ ამით წერტილი არ დასმება და ადრე თუ გვიან მოწმენი ვიქნებით რეაგირების. უკვე სხვადასხვა რეგიონშიც.
_ არ გამორიცხავთ რომ რეგიონულ ორგანიზაციებშიც დაიწყოს ,,ნაციონალური მოძრაობის” რღვევა?
_ არაა გამორიცხული რეგიონებშიც დაფიქსირეს ,,ნაციონალების” მხარდამჭერთა განრიდება.
_ რას ფიქრობთ, ,,რესპულიკელებსა” და ყოფილი ,,ნაციონალების” თანაცხოვრებაზე?
_ ამ კუთხით დამაჯერებელი არგუმენტის მოყვანა გამიჭირდება. ის რომ ვიღაცას სურს ,,ნაციონალებს” განერიდოს ვერაფრით მიაკუთვნებს მათ ანგელოზთა ჯგუფს. შესაძლოა, გარკვეულ პროცესებზე ერთნაირი ხედვა ჰქონდეთ სხვადასხვა პარტიის წევრებს, მაგრამ ეს საკმარისი წინაპირობა არაა იმისთვის, რომ 57 წლის არსებობისა და გამოცდილების მქონე ,,რესპუბლიკელებს” მიზეზი ჰქონდეთ დახარბდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის” ცალკეულ წარმომადგენლებს.
_ როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს აღნიშნულ პროცესებში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს?
_ ნებისმიერ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს აქტიური როლი ეკუთვნის თანაპარტიელების გადაწვეტილებში, თუ საერთოდ საქმის კურსში არ იყო, მაინც მისი როლი ალბათ გადამწყვეტი იქნება მსგავსი ტიპის პროცესების დროს.
,,ჯი-ეიჩ-ენის” ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.