ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების - „ღირსეული პარტნიორის” ფარგლებში, ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ბატალიონის დონის საველე ტაქტიკური წვრთნა გაიმართა.
იმიტირებული სცენარის მიხედვით, მოწინააღმდეგე დასახლებულ პუნქტში გამაგრდადა აეროპორტი დაიკავა. ქართულ-ამერიკულმა ქვედანაყოფებმა დასახლებულ პუნქტზე იერიში მიიტანა და მოწინააღმდეგისგან ტერიტორი გაათავისუფლა, რის შემდეგაც, სამხედროები ოპერაციის რაიონში გამაგრდნენ. სწავლებაში ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ-2 მონაწილეობდა. სწავლებაში 300-მდე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ტაქტიკურ წვრთნას აშშ-ის 173-ე სადესანტო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მაიკლ ფოსტერი აკვირდებოდა.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება 11 მაისს დაიწყო და 24 მაისს ოფიციალურად დაიხურება. წვრთნაში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი.