საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამი მოადგილე წარადგინა. ფინანასთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მოადგილეებად დაინიშნენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე და იურისტი ბესიკ ლოლაძე.
ამავდროულად, ბესიკ ლოლაძე თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.