საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, იგი საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ საფრანგეთთან კონტრაქტს ხელს აუცილებლად მოაწერს და ეს იქნება ახლო მომავალში.
მოვაწერ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ხიდაშელის განცხადებით ამ კონტრაქტზე ხელის მოწერა შორეული პერსპექტივა არ არის.
„ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც ვისაუბრე მინდია ჯანელიძესთან, როდესაც პირველად შევხვდი და მის ყოფილ მოადგილეებთან, იყო, რა თქმა უნდა, ეს კონტრაქტი. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ გადაწყვეტილად და 100%-იანი დადასტურებით, რომ მე ამ კონტრაქტს ხელ მოვაწერ და ეს დიდი ხნის შემდეგ არ იქნება.“ - განაცხადა ხიდაშელმა გადაცემაში ,,პოლიტარტი” გ
შეგახსენებთ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მან საფრანგეთისაგან საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. მისივე თქმით, შეთანხმების შესრულებისწინააღმდეგი პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი არიან.