დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ვაზიანის აეროდრომზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ოფიციალურად გაიხსნება.
წვრთნაში მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.