გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ეწვია. გენერალური შტაბის უფროსი სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სამეთაურო საშტაბო კურსის მსმენელებისგან ამოცანის ანალიზის ბრიფინგი მოისმინა.
დღესვე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სერჟანტთა მომზადების ცენტრში სტუმრად მყოფ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებსაც შეხვდა და გაესაუბრა.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ურთიერთგაგებსა და თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობენ. პერიოდულად სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელებს უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიის საკითხებზე სპეციალური სემინარები უტარდებათ. ამავე ფაკულტეტის მაგისტრანტებიც ხშირად სტუმრობენ ცენტრს, სამხედრო აღჭურვილობას ათვალიერებენ და სერჟანტთა სკოლის შესაძლებლობებს ეცნობიან.