ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა.
საჩვენებელი სწავლებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დააკვირდა და ქართული ქვედანაყოფების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის მიზანს ბრიგადების შტაბების მართვისა და კონტროლის, ასევე ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა და საბრძოლო ფუნქციების სინქრონიზირება წარმოადგენდა.
სწავლებაში IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების ბატალიონები იღებდნენ მონაწილეობას. სწავლების ხელმძღვანელობას და დაკვირვებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა ახორციელებდა.
სწავლება „Agile Spirit 2015” და „დიდგორი 2015“-ის მოსამზადებელი ფაზაა. ქართველი სამხედროები სწავლებას ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ჯგუფის -“CUBIC”-ის წარმომადგენლებთან ერთად ატარებდნენ.