ბათუმის პორტში გემით ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი", ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ეშელონებით დღეს ვაზიანში ჩამოვა. სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნადან ბათუმის მიმართულებით 2 მაისს გამოიგზავნა. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება, სახელწოდებით "მაღალი დონის პარტნიორობა" 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება.