დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ვლადის ზატლერსი ესტუმრა. ლატვიელ სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა უმასპინძლა.
ვლადის ზატლერსი აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს შეხვდა და მათ ლექცია წაუკითხა თემაზე: „ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები“. ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერების კითხვები ძირითადად საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივებს შეეხო.
ვლადის ზატლერსი საქართველოში გამართული 2015 წლის ევროპის კვირეულის ფარგლებში იმყოფება.