ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე 11-25 მაისს ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები ჩატარდება. ამის შესახებ ნატოში აშშ-ს წარმომადგენლები სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერენ. სწავლებებში 600 ამერიკელი და ქართველი სამხედრო ოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ერთობლივ სწავლებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და წვრთნის წარმატებით დასრულებაში დარწმუნებულია.