ბულგარეთიდან საქართველოში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გამოიგზავნა. ამის ამსახველ კადრებს ევროპაში ამერიკული სარდლობა ავრცელებს. სარკინიგზო შემადგენლობა ქალაქ ვარნადან ბორნით ბათუმში ჩავა.
მანევრები Noble Partner 2015 ვაზიანში 11 მაისს დაიწყება. მასში ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და ამერიკელი მედესანტეების რამდენიმე ასეული მიიღებენ მონაწილეობას.
წვრთნების მიზანი NATO-ს სწრაფო რეაგირების ძალების შემადგენლობაში ქართული და ამერიკული კონტინგენტების თავსებადობის ზრდაა.