ENG / RUS       12+

დიმიტრი შაშკინი: თინა ხიდაშელისგან სამხედრო ატაშეები ხედვის წარდგენას ელოდებიან

რესპოდენტის შესახებ

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაცვის ყოფილ მინისტრებს სამინისტროში იწვევს. როგორც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, ის  ყოფილი მინისტრებისგან ერთგვარი კლუბის შექმნას გეგმას, სადაც ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრებენ. რამდენად მისაღებია მოქმედი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის ინიციატივა, იქნება ის თუ არა  კონკრეტული შედეგის მომტანი და რამდენად სწორია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის  ჩაბარება ქალი მინისტრისთვის? ,,ჯი-ეიჩ-ენს” ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესაუბრა.

_ ბატონო დიმიტრი რას გვეტყვით თინა ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ, როგორ გაართმევს თავს უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს?

_მას აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება არ ქვს და ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი მხრიდან გეგმის დადება თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით და ამის შემდგ შესაძლებელი იქნება შეფასების გაკეთება.

_ რაც შეეხება თინა ხიდაშელის ინიცატივას, მოგწონთ მისი წინადადება?

_ პირველ რიგში ახალმა თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას უნდა წარუდგინოს საკუთარი ხედვა თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. Aახალმა თავდაცვის მინისტრმა უნდა თქვას რას აპირებს ,,დელტასთან” დაკავშირებით, აპირებს თუ არა განაახლოს აშშ-თან ის მოლაპარაკებები რომელიც ეხება ანტისაჰაერო და ანტისატანკო იარაღის ჩამოტანას, ასევე უნდა დააფიქსიროს თავის პოზიცია რეზერვთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო ორი წელია არც არავის გაუგია არსებობს თუ არა, სახელმწიფოს სჭირდება თუ არა.

_ თავდაცვის მინისტრის მხრიდან შესაბამისი გეგმის წარმოდგენის შემდეგ, გამოთქვამ თუ არა მზაობას ითანამშრომლო უწყებასთან?

_ ნებისმიერი თავდაცვის მინისტრმა, რომელიც უწყებაში მოდის, უნდა წარმოადგინოს თავდაცვის მინისტრის ხედვა. Aამ დოკუმენტს ელოდება ყველა, როგორც სამხედრო ატაშეები, ასევე ყველა სპეციალისტი რომელიც ამ სფეროში მუშაობს. სანამ ეს დოკუმენტი არ დაიდება რაიმეზე საუბარი ზედმეტია.

_ როგორ ფიქრობთ, სწორია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ჩაბარება ქალისთვის?

_ ხიდაშელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ის პირველი ქალი თავდაცვის მინისტრია და ა.შ, რაც არასწორია, ბოლოს და ბოლოს გვყავდა ორჯერ ქალი პრეზიდენტი, ბურჯანაძეს ვგულისხმობ. მნიშვნელობა არ აქვს კაცი იქნება თუ ქალი თავდაცვის მინისტრი, მნიშვნელობა იმას აქვს თუ რას გააკეთებს პიროვნება ამ სფეროში.

,,ჯი-ეიჩ-ენი”. ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

 

ავტორი: . .