თავადცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მინდია ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბევრი განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ ღირსეულად დასძლია და დგას ქვეყნის სადარაჯოზე.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალებს ბევრი განსაცდელის გადატანა მოუწია, იმაზე მეტი განსაცდელის გადატანა, ვიდრე გაცილებით უფრო დიდი ისტორიის მქონე შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ. მაგრამ სიამაყით მინდა აღვნიშნო, ეს განსაცდელი საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად გადაიტანა, დღეს დგას და აგრძელებს დგომას ქვეყნის სადარაჯოზე", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ' საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 24 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ჯანელიძის განცხადებით, თითოეული სამხედრო და სამოქალაქო პირს, რომელიც საქმიანობს თავდაცვის სამინისტროში ყოველდღიურად შეაქვს წვლილი შეიარაღებული ძალების განვითარებაში.