30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წელს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე დღეს პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სიტყვით მიმართავენ. გაიმართება წარმატებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაც, რომლის დასრულების შემდეგაც თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მართვის ცენტრში გადაინაცვლებს. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ვიდეოკონფერენციის საშუალებით საიუბილეო თარიღს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებსა და საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცავენ.