საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრს, ფრიც ფელგენტროის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები იყო.შეხვედრაზე საუბარი შეეეხო საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას. ფრიც ფელგენტროი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.