ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015” საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა სასწავლო უბნები დაათვალიერა და სწავლების განხორციელების დეტალები განიხილა.
სამხედრო სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან ჩართული. საქართველოს მხრიდან სწავლებაში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურით იქნება წარმოდგენილი. “Agile Spirit 2015”-ის მიმდინარეობას ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა დააკვირდება.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ზაფხულში ჩატარდება. “Agile Spirit 2015”-ის მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.