მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარი და პროპორციული სიით მონაწილე კანდიდატები დღეს მესტიაში წარადგინა.
რაიონის მოსახლეობას დეპუტატობის კანდიდატები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა გააცნო.
სუბელიანმა მესტიის პრობლემებზე ისაუბრა. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა იმ გეგმებსა და პროექტებზე, რომლებიც რაიონში უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.