ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ დაარსებიდან 18 წელი შეუსრულდა.
საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მიულოცა.
მიმართვისას მან ყურადღება ეროვნული სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა და სამხედრო მოსამსახურეებს მხარდაჭერა აღუთქვა.