უკრაინამ დსთ-ის ანტიტერორისტულ ცენტრს მიმდინარე წელს თავის ტერიტორიაზე სწავლებების ჩატარებაზე უარი უთხრა. ეს განცხადება დღეს დსთ-ს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ნოვიკოვმა გააკეთა.
"სამწუხაროდ უკრაინამ უარი თქვა ამ ღონისძიების თავის ტერიტორიაზე ჩატარებაზე და ამიტომაც ჩვენ სწავლებების ნაცვლას მოსკოვში კონფერენციას ვატარებთ რადიოლოგიური ტერორიზმის საკითხის შესახებ",_ განაცხადა ნოვიკოვმა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რატომ მიიღო უკრაინამ ეს გადაწვეტილება ნოვიკოვმა ასევე განაცხადა, რომ უარი უკრაინამ იმით დაასაბუთა, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სპეცსუბიექტების ყოფნა.