,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის გამოსვლის შემდეგ ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა.
,,მგონია რომ ბევრი შეკითხვა პასუხგაუცემელია. პირველ რიგში, ამ მოსმენიდან ნდობის ჯგუფის შეკრებით ვერ გადაფარავენ იმ აუცილებლობას, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია საჰაერო თავდაცვის საკითხის გარკვევაზე”, -აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრს პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ,