გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა. დღეს, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი კახა ჩიქოვანი საელჩოში მივიდა და საქართველოს თავდაცვის უწყების სახელით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული მგზავრების ხსოვნას პატივი მიაგო. მან სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნო.
24 მარტს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ავიაკატასტროფა განიცადა გერმანული ავიაკომპანიის Germanwings Flight-ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ბარსელონადან დიუსელდორფში ასრულებდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 142 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.